გერმანიის მთავრობამ სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და უკრაინაში გარკვეული საჰაერო და საზღვაო თავდაცვის აღჭურვილობის ექსპორტი გაამარტივა. ამის შესახებ გერმანული მედია ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის, კატერინა რაიხეს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
როგოც რაიხემ აღნიშნა, გაიცა ახალი ზოგადი საექსპორტო ლიცენზია, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ის უზრუნველყოფს იარაღის სწრაფ მიწოდებას საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, ქუვეითში, ბაჰრეინში, ომანსა და უკრაინაში.
„ირანის თავდასხმებმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე იარაღის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის იარაღის სასწრაფო საჭიროება შექმნა. ამავდროულად, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საჭიროება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით, უცვლელი რჩება“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.

