აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სარაკეტო და დრონებით თავდასხმა არაბთა გაერთიანებული საამიროებზე, ქუვეითზე, საუდის არაბეთსა და ბაჰრეინზე – რა ვითარებაა კონფლიქტის ზონაში

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის, ქუ­ვე­ი­თის, სა­უ­დის არა­ბე­თი­სა და ბაჰ­რე­ი­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­რა­კე­ტო და დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმე­ბი გრძელ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ავ­რცე­ლებს.

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და რე­ა­გი­რე­ბა ირა­ნი­დან მო­მა­ვალ საფრ­თხე­ებ­ზე და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლა, რომ, შე­საძ­ლოა, თავ­დას­ხმის მო­გე­რი­ე­ბის გამო აფეთ­ქე­ბე­ბის ხმე­ბი გა­ი­გო­ნონ.

ქუ­ვე­ით­მა ასე­ვე გა­აფრ­თხი­ლა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მო­სა­ლოდ­ნელ აფეთ­ქე­ბე­ბის ხმებ­ზე და მათ უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და.

სა­უ­დის არა­ბე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში კი­დევ ხუთი დრო­ნი მო­ი­გე­რია.

სი­რე­ნე­ბის ხმა ის­მო­და ბაჰ­რე­ინ­შიც, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბას უსაფრ­თხო ად­გი­ლას გა­დას­ვლის­კენ მო­უ­წო­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ თავ­დას­ხმა “ირა­ნის აგ­რე­სი­ის“ შე­დე­გი იყო და რომ ჩა­მო­ვარ­დნილ­მა ნამ­სხვრე­ვებ­მა სა­წყობ­ში ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია.

იტვირთბა....