აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ახლო აღმოსავლეთში ომი ესპანეთის მთავრობამ და მოსახლეობამ დაწყების მომენტიდან დაგმო, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა” – პედრო სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმნა ირანში მიმდინარე ომი დაგმო და ხაზი გაუსვა ევროპის მიერ ერთიანი ფრონტის შენარჩუნების აუცილებლობას. ამის შესახებ პედრო სანჩესმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი მხრიდან რა გზავნილიც იქნება ლიდერებთან არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართულები დიპლომატიურ გამოსავალში. მე მჯერა, რომ ეს ომი ურთიერთდაკავშირებულია ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ დანარჩენ ომებთან“, – აღნიშნა სანჩესმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომზე.

რაც შეეხება ევროპის ჩართულობას, სანჩესმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ევროპამ უნდა გააგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ მხარს უჭერს მულტილატერალიზმს და საერთაშორისო სამართალს.

„ევროპა დაფუძნებულია მულტილატერალიზმსა და ერთობლივი გადაწყვეტილებების პრინციპებზე და არა ცალმხრივზე. საერთაშორისო სამართალზე, მშვიდობაზე, ერებსა და საზოგადოებას შორის მშვიდობიანი თანაარსებობის პატივისცემაზე. კიდევ ერთხელ, ეს არის ის, რაც ამ შემთხვევაში, ირანში ომთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ომი, რომელიც ესპანეთის მთავრობამ და მთელმა ესპანეთის მოსახლეობამ დაგმო დაწყების მომენტიდან. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და ვფიქრობთ, რომ ეს უკანონოა“, – თქვა სანჩესმა.

იტვირთბა....