ირანის იერიშის შედეგად გასულ ღამეს ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა, დასავლეთ სანაპიროზე კი – სამი. ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ წერს.
როგორც ცნობილია, დასავლეთ სანაპიროსთან ახლოს განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი პალესტინელი ქალი დაიღუპა.
ამასთან, მამაკაცი, რომელიც სოფელ მოშავ-ადანიმში დაიღუპა, უცხოელი მუშა იყო. პარამედიკოსებმა ის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს.

