აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვიქტორ ორბანი თავის საარჩევნო კამპანიაში უკრაინას იარაღად იყენებს, ეს კარგი არ არის, ჩვენ გვქონდა შეთანხმება და ვფიქრობ, რომ მან გვიღალატა” – ფინეთის პრემიერი

ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს უღალატა.

ორპოს განცხადებით, ორბანმა უარი თქვა წინა შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებდა.

ამასთან, მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერი უკრაინაში არსებულ ვითარებას საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.

„ის თავის საარჩევნო კამპანიაში უკრაინას იარაღად იყენებს და ეს კარგი არ არის. ჩვენ გვქონდა შეთანხმება და მე ვფიქრობ, რომ მან ჩვენ გვიღალატა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, როგორ გავაგრძელოთ წინსვლა“, – განაცხადა ფინეთის პრემიერმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.

გარდა ამისა, პეტერი ორპომ უკრაინასა და ევროკომისიას მოუწოდა, იპოვონ გამოსავალი ნავთობსადენ „დრუჟბის“ საკითხთან დაკავშირებით.

„ახლა მე მოვუწოდებ უკრაინასა და კომისიას, იპოვონ გამოსავალი ნავთობსადენის საკითხთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ უზრუნველვყოფთ უკრაინის დაფინანსებას“, – აღნიშნა ორპომ.

იტვირთბა....