აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საუდის არაბეთში სამრეფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა

საუდის არაბეთში სამრეფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმა განხორციელდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საჰაერო იერიში წითელი ზღვის იანბუს პორტში Saudi Aramco-ს სამრეფის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა, რამაც „მინიმალური ზიანი“ გამოიწვია.

მანამდე, ირანმა საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში მდებარე რამდენიმე ნავთობის ობიექტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ამასთან, ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ (UKMTO) ინფორმაციით, კატარის სანაპიროსთან ტანკერს „დაუდგენელი ჭურვი“ მოხვდა.

დარტყმის შედეგად ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან.

იტვირთბა....