აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ის იყო რწმენის საყრდენი, ქართველი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო” – სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე ილია მეორის შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარე ალენ სიმონიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.

როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, ილია მეორე იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო.

„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების სახელით, აგრეთვე, ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. ის იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

იტვირთბა....