აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში ორი პოლიციელის მკვლელობასა, ასევე აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს – ,,სქაი ნიუსი“

ირანმა სიკვდილით დასაჯა სამი ადამიანი, რომლებიც დამნაშავედ ცნეს ორი პოლიციელის მკვლელობასა და აშშ-ისა და ისრაელის სასარგებლოდ ოპერაციების განხორციელებაში, – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

სასამართლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, „სამი პირი, რომლებიც იანვრის არეულობისას მკვლელობის, სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის სასარგებლოდ მოქმედების ბრალდებით იყვნენ მსჯავრდებულნი, დილით ჩამოახრჩვეს“.

მანამდე, ირანის ოფიციალური პირები ისრაელსა და აშშ-ს ადანაშაულებდნენ მიმდინარე წლის დასაწყისში საპროტესტო აქციებში ჩარევაში, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....