აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია უერთდება თქვენს გლოვას… ვლოცულობ მისი სულის მშვიდად განსასვენებლად” – სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ტიხონი

სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსის ტიხონი საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოსაყდრე შიო მუჯირს სამძიმრის წერილით მიმართავს:

” […] მის ყოვლადუსამღვდელოესობას, მიტროპოლიტ შიოს

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, უფლის საიდუმლოებათა თანამსახურო საყვარელო ძმაო,

მოგმართავთ, რათა გამოვხატო ჩემი გულწრფელი სამძიმარი თქვენი ყოვლადუსამღვდელოესობის, წმინდა სინოდის, სამღვდელოების, მონაზვნობისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მიმართ, თქვენი საყვარელი წინამძღოლის, მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობის ხანგრძლივი და ღირსშესანიშნავი მოღვაწეობა, როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, არის ერთგულების, სიმტკიცისა და სამწყსოსადმი სიყვარულის ღრმა დასტური. ათწლეულების განმავლობაში ის მართავდა საქართველოს ეკლესიას დიდი განსაცდელისა და განახლების ჟამს, უფრთხილდებოდა მის ერთიანობას, განამტკიცებდა მის აღმსარებლობას და კვებავდა მრევლის სულიერ ცხოვრებას. მისმა მსახურებამ წარუვალი ნაყოფი გამოიღო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში, სადაც იგი საყოველთაოდ აღიარებული იყო, როგორც მამა მღვდელმთავართა შორის და მართლმადიდებლური სარწმუნოების შეურყეველი აღმსარებელი.

მთელი თავისი ცხოვრებით მისმა უწმინდესობამ განასახიერა სახარება, რომელსაც ქადაგებდა. მისმა თავმდაბლობამ, სიბრძნემ და ქრისტესა და მისი ეკლესიისადმი ღრმა სიყვარულმა სამღვდელოებისა და მრევლის მრავალი თაობის შთაგონება გამოიწვია. მის პიროვნებაში ბევრმა დაინახა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი წმინდა ტრადიციის ურყევი ძალის ცოცხალი მოწმობა.

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია უერთდება თქვენს გლოვას და, ამავდროულად, მადლობას სწირავს ღმერთს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის. ჩვენი სამღვდელოება და მრევლი, რომლებიც მას მუდამ დიდ პატივს სცემდნენ, მისი უწმინდესობის სახელს მადლიერებითა და მოკრძალებით შეინახავენ.

გჯეროდეთ, რომ ვლოცულობ მისი სულის მშვიდად განასვენებლად. დაე, უფალმა დაამკვიდროს თავისი ერთგული მსახური ნათელსა და შვების ადგილას, სადაც არ არის ტკივილი, მწუხარება, არც სულთქმა, არამედ ცხოვრება საუკუნო.

იყოს ხსენება მისი უკუნისამდე!

თქვენი ძმა ქრისტეს მიერ” – ნათქვამია სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსის ტიხონის მიერ გამოგზავნილ სამძიმრის წერილში.

იტვირთბა....