პენტაგონმა თეთრ სახლს სთხოვა, დაამტკიცოს კონგრესისთვის წარსადგენი მოთხოვნა ირანში შემდგომი სამხედრო მოქმედებების დასაფინანსებლად 200 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ, – ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე საჰაერო დარტყმების ხარჯებს და დაგეგმილია თანხების გამოყენება იმ კრიტიკული იარაღის წარმოების სასწრაფოდ გაზრდისთვის, რომელიც აშშ-სა და ისრაელის ძალებმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში ათასობით სამიზნეზე იერიშების დროს დახარჯეს.
პენტაგონმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რამდენიმე სხვადასხვა დაფინანსების მოთხოვნა წარადგინა და The Washington Post-ი წერს, რომ უახლესი ვერსია, სავარაუდოდ, კონგრესში დიდ პოლიტიკურ ბრძოლას გამოიწვევს.

