აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“პატრიარქის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა” – ლევან იოსელიანი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა, – ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, პატრიარქი ილია მეორე იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.

„რამდენიმე დღეში საქართველო მის სულიერ მამას გააცილებს უკანასკნელ გზაზე და თან უსაზღვრო მწუხარებას, უამრავ ცრემლს და რაც მთავარია, სიყვარულს გაატანს. სწორედ ისეთი განცდა გვეუფლება ახლა, როგორც გენიალურ გალაკტიონს, როდესაც მან ილია ჭავჭავაძის გარდაცვალება დიდი ეპოქის დასასრულს შეადარა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა.

მადლობა, საქართველოს ეკლესიის გამორჩეულ მწემსმთავარს, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ერთგულებისთვის, ჩვენზე ზრუნვისთვის და რაც მთავარია ადამიანების სიყვარულისთვის, განურჩევლად მათი აღმსარებლობისა და წარმომავლობისა, ასაკისა და ცენზისა.

მის მასშტაბს ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უკეთ დაგვანახებს, ჩვენც და მომავალ თაობებსაც.

მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, პატრიარქი ილია მეორე იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, – წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....