აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ” – კახა კალაძე

კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.

“დღეს მთელი საქართველო გლოვობს სულიერი მამის გარდაცვალებას – ადამიანის, რომლის ღვაწლი ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში ფასდაუდებელია.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეძლო ბოლშევიკური ტალღის შემდეგ შევიწროვებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ აღდგენა და გაძლიერება, ერში სულიერების ამაღლება. მისი მმართველობის პირობებში საქართველოს საპატრიარქო იყო არა მხოლოდ სულიერების, არამედ ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა და ქართული კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი ცენტრი.

მისი მოღვაწეობა იყო სიყვარულის, თავმდაბლობის, მოთმინების და მსახურების საოცარი მაგალითი. ილია მეორე იყო და რჩება ერის ერთიანობის სიმბოლოდ.
და დღეს მთელი საქართველო ერთიანი ვართ ამ დიდ მწუხარებაში.

პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის, საქართველოს და მის სულიერ შვილებს კი ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად” – წერს კალაძე.

იტვირთბა....