აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.
აღნიშნმულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა“, – წერს აზერბაიჯანული მედია.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

