აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელში ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცენტრალურ ისრაელში ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„მაგენ დევიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სარაკეტო თავდასხმას 70 წლამდე ასაკის წყვილი ქალაქ რამათ-განში ემსხვერპლა.

ამასთან, ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევების შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

იტვირთბა....