ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ ქვეყანაში რვადღიანი გლოვა გამოაცხადა. მან ყოველკვირეულ სატელევიზიო მიმართვაში მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებიც ეკვადორს სამაშველო ოპერაციაში დაეხმარნენ.
ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 650-მდე გაიზარდა. კიდევ 58 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ეკვადორში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 17 აპრილს მოხდა. ბოლო 70 წლის განმავლობაში ეს ყველაზე საშინელი სტიქიური უბედურება ეკვადორში.
BBC