მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერს გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა. მან წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოში ვიზიტის გადადება დღის წესრიგის მოულოდნელი ცვლილების გამო მოუხდა.
”ბან კი მუნი მზად არის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაერო-ს აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა”, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.