დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ სურდა ირანთან დაკავშირებით მასაც იგივე გაეკეთებინა, რაც დონალდ ტრამპმა გააკეთა.
„სხვა პრეზიდენტებსაც სურდათ, ასე უნდა მოქცეულიყვნენ. მე ვესაუბრე ერთ-ერთ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც მართლაც მომწონს. მან მითხრა: „ნეტავ, ის გამეკეთებინა, რაც შენ გააკეთე. მე შემეძლო ამის გაკეთება“. ირანს ახლო აღმოსავლეთის მოძალადეს უწოდებენ. ის აღარ არის მოძალადე, ის არის მოძალადე, რომელიც სცემეს. ჩვენ ისინი საშინლად ვცემეთ და ისინი ამას იმსახურებენ“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია რომელ პრეზიდენტზე ჰქონდა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია.
„ის ჩვენი პარტიის წევრია, ვიღაც, ვისაც მე მოვწონვარ და მეც მომწონს, ის ჭკვიანი ადამიანია. ამ ადამიანმა თქვა, ნეტავ, მე გამეკეთებინა ეს. არ მინდა, დავაკონკრეტო, არ მინდა, რომ უსიამოვნებაში გავხვიო“, – განმარტა დონალდ ტრამპმა.

