ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1980 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1962 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ლ. მალევე დააკავეს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო გ.ლ.-ს მიერ სხვადასხვა დროს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის ამოღებულია ბრალდებულის მიერ გაყიდული კომპიუტერული და მობილური ტექნიკა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....