ქართველმა ძიუდოსიტმა, ვალერი ლიპარტელიანმა, ყაზანში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ვალერი ლიპარტელიანმა უნგრელ კრისტიან ტოზს მოუგო. ნახევარფინალში მან პოლონელი პიოტ კუჩერა, 1/4-ფინალში კი უკრაინის სახელით მოჭიდავე ქუეჯაუ ნჰაბალი დაამარცხა. მანამდე ლიპარტელიანმა სლოვაკ მილან რანდლსა და სლოვენიელ მიჰაელ ჟგანკს მოუგო.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ყაზანში მოპოვებული 6 მედალია – 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოსი.
27 წლის ლიპარტელიანმა კონტინენტის პირველობა უკვე მესამედ მოიგო.