აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავსტრალიამ და იაპონიამ ჰორმუზის სრუტის დაცვის შესახებ დონალდ ტრამპის მოთხოვნა უარყვეს

ავსტრალიასა და იაპონიაში განაცხადეს, რომ არ გეგმავენ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედრო-საზღვაო ან არასამხედრო გემების გაგზავნას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოითხოვა დაახლოებით შვიდი ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფისგან, მხარი დაუჭირონ აშშ-ს სტრატეგიული საზღვაო გზის დაცვაში.

„ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია ესკორტ გემების გაგზავნის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ იმის შესწავლას, რა შეუძლია იაპონიას, დამოუკიდებლად გააკეთოს და რა შეიძლება, გაკეთდეს სამართლებრივ ჩარჩოებში“, – განუცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ ქვეყნის პარლამენტს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა უარი თქვა იმ ქვეყნების დასახელებაზე, რომლებთანაც მისი ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს, მან აღნიშნა, რომ ეს ქვეყნები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის ნედლ ნავთობზე.

ამასთან, ავსტრალიის მთავრობის წევრმა, კეტრინ კინგმა ეროვნულ მაუწყებელ ABC-ს განუცხადა, რომ ქვეყანა არ გავგზავნის გემს ჰორმუზის სრუტეში.

„ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვთხოვეს ან რაშიც ჩვენ წვლილს შევიტანთ“, – აღნიშნა კეტრინ კინგმა.

იტვირთბა....