აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი მომზადებული დასკვნის რეკომენდაციებს სერიოზულად შეიძლება ვინმემ შეხედოს?…” – მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკული ანგარიშის შეფასებისას

“ა თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი მომზადებული დასკვნის რეკომენდაციებს სერიოზულად შეიძლება ვინმემ შეხედოს?… რეკომენდაცია სავალდებულო არ არსებობს” – ამბობს ბოჭორიშვილი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის კრიტიკული ანგარიშის შეფასებისას.

“ობიექტურად უნდა შეაფასო, იმასაც ითვალისწინებს, რომ უნდა იყო ნეიტრალური ექსპერტი, იმასაც ითვალისწინებს, რომ რასაც მოისმენ, ის ყველაფერი უნდა გაანალიზო და შესაბამისად ასახო. შეგიძლიათ, გაეცნოთ ქართული მხარის მიერ წარდგენილ მასალებს, შეგიძლიათ გაეცნოთ იმ შეხვედრებს, რომელ შეხვედრებზედაც ქალბატონი ექსპერტი იმყოფებოდა, შეგიძლიათ, დეტალურად მოისმინოთ ყველა ის ინფორმაცია, რას მას მიეწოდა და მერე თქვენ შეხედოთ დასკვნასა და მიწოდებულ ინფორმაციას შორის საერთოდ სად არის რამე საერთო. როცა ორ მხარეს უსმენ, უნდა გააკეთო ანალიზი.

თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რეკომენდაციები შეიძლება სერიოზულად იყოს აღქმული? მაშინ, როდესაც დასკვნა არის სრულიად ტენდენციური, არაფერი საერთო არ აქვს იმ პრინციპებთან, რა პრინციპებზეც დგას ეუთო და საერთდო ეს მექანიზმი და თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთ რეკომენდაციებს სერიოზულად შეიძლება შევხედოთ?, – ამბობს ბოჭორიშვილი” – მაკა ბოჭორიშვილი.

მოსკოვის მექანიზმის კრიტიკული ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიშში რეკომენდაციებია როგორც ქართული ოცნების, ისე ეუთოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. ასევე, საუბარია საკანონმდებლო რეფორმებსა და საქართველოში თავისუფალ არჩევნებთან დაკავშირებით.

იტვირთბა....