შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ქვეყნების კოალიციის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ოთხ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დღეს, 16 მარტს წერს გამოცემა Axios-ი.
ტრამპს იმედი აქვს, რომ ახალი კოალიციის შექმნის შესახებ ამ კვირაში გამოაცხადებს.
მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. ამან ხელი შეუწყო საწვავის გაძვირებას.
Axios-ის წყაროთა თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი განიხილავს ირანის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულის, ხარქის დაპყრობის შესალებლობასაც, თუ სპარსეთის ყურეში ტანკერების ბლოკადა არ შეწყდება.

