აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“გვსურს, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული” – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები თავისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ შავი ზღვის რეგიონის მეზობლები ვართ და ამ მხრივ ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. გვსურს, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზე ვიხილოთ და მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იყოს გათვალისწინებული, განსაკუთრებით ახლა, როდესაც შავი ზღვა ასეთი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის, წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის და განსაკუთრებით იმის თვალსაზრისით, თუ როგორ შეგვიძლია შავი ზღვის როლის შესრულება სხვა კონტინენტებთან დაკავშირების თვალსაზრისითაც“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

იტვირთბა....