“პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “ლელო ძლიერი საქართველოს” განცხადებაზე, რომლითაც ისინი ოცნებასთან დიალოგის ინიციატივით გამოვიდნენ.
“ლელოს რაც შეეხება, მათ ჩვენთან, ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს. ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკონ სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ეს არის მთავარი პრობლემა. პრობლემაა არა ის რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები” – ამბობს პაპუაშვილი ლელო ძლიერი საქართველოს განცხადებაზე, რომლითაც ისინი ოცნებასთან დიალოგის ინიციატივით გამოვიდნენ.
გუშინ ლელომ განაცხადა, რომ “აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს”.

