აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

იაპონიის პრემიერი ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე – განვიხილავთ, როგორ ვუპასუხოთ სათანადოდ

იაპონიას ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების შესახებ ოფიციალური თხოვნა არ მიუღია, თუმცა განიხილავს, თუ როგორ უპასუხოს სათანადოდ, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.

ტაკაიჩიმ, რომელიც მომავალ კვირას აშშ-ში ვიზიტისთვის ემზადება, აღნიშნა, რომ ტოკიო ასევე იკვლევს, თუ როგორ არის შესაძლებელი გემების და მათი ეკიპაჟების სიცოცხლის დაცვა და რა ზომების მიღება შეუძლია.

„უნდა განვიხილოთ, რა არის საუკეთესო შესაძლო ზომა, რომლის მიღებაც შეგვიძლია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დახმარება სთხოვა ქვეყნებს, რომლებიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დახურვის მცდელობით ზარალდებიან. იმ ქვეყნებს შორის, რომელთა დახმარების იმედიც აქვს, ტრამპმა ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფო დაასახელა.

იტვირთბა....