ირანი აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ Sejjil-ის ტიპის რაკეტა პირველად გამოიყენა – ინფორმაციას ამის შესახებ Aljazeera ავრცელებს. მათივე ცნობით, ასეთი ტიპის რაკეტის აღმოჩენა და ჩაჭრა რთულია. ირანის ოფიციალური პირების თქმით, მას თელ-ავივამდე მისვლა დაახლოებით 7 წუთში შეუძლია. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამბობს, რომ Sejil-ის ტიპის რაკეტით 15 მარტს ისრაელის სტრატეგიული სამხედრო ობიექტები იბომბებოდა, ხოლო ბოლო სარაკეტო ტალღამ შენობები და სატრანსპორტო საშუალებები დააზიანა.
ირანული Sejil ორსაფეხურიანი ბალისტიკური რაკეტაა. მისი მოქმედების რადიუსი 2 000 კილომეტრს უახლოვდება, რაც ნიშნავს, რომ ისრაელსაც სწვდება. ის საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების კლასს განეკუთვნება.

