აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა განიხილეს ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მნიშვნელობა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

„ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის მნიშვნელობა, რათა დასრულდეს გლობალური გადაზიდვების შეფერხება, რაც მთელ მსოფლიოში ხარჯებს ზრდის“, – აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის პრემიერმა სამძიმარი გამოთქვა კონფლიქტის დროს დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამო. ასევე, მხარეები კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი 15 წუთს გაგრძელდა.

იტვირთბა....