რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ოლქების თავზე 145 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ღამის განმავლობაში, 15 მარტს, მოსკოვის დროით 23:00 საათიდან 16 მარტს, მოსკოვის დროით დილის 8:00 საათამდე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 145 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს და გაანადგურეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველაზე მეტი – 53 დრონი – მოსკოვის ოლქში ჩამოაგდეს, მათ შორის 46 მოსკოვისკენ მიფრინავდა.

