აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სპარსეთის ყურის ქვეყნები ირანის მხრიდან თავდასხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანულ რაკეტებსა და დრონებს იგერიებენ, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები ამჟამად ირანიდან შემომავალ რაკეტებსა და დრონებზე რეაგირებენ“, – წერს უწყება X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა და ფრენები დროებით შეჩერდა.

ამასთან, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ 60-ზე მეტი დრონი მოიგერია. ახალი დარტყმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ერაყმა და ქუვეითმაც.

იტვირთბა....