უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა “მშვიდობის მარში” გამართა. მსვლელობაზე თავი მოიყარეს ვიქტორ ორბანის მხარდამჭერებმა. აქციაზე იყო ბანერები წარწერით “ჩვენ არ ვიქნებით უკრაინის კოლონია”.
ვიქტორ ორბანმა საკუთარ ამომრჩევლებს სიტყვითაც მიმართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 12 აპრილს მოქალაქეები არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის გააკეთებენ.
პარალელურად, ბუდაპეშტში მოეწყო კონტრაქციაც. საკუთარი მომხრეები შეკრიბა ოპოზიციური პარტია “ტისას” ლიდერმა.

