აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბრიუსელში დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ გამოქვეყნებულ წინასწარ დღის წესრიგში წერია.

ინფორმაციას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ, ევროკავშირის 27 ქვეყანა საფრანგეთისგან და გერმანიისგან მიიღებს.

“პოლიტიკური მოვლენები საქართველოში, ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან” – წერია განრიგში.

საბჭოს შეხვედრაზე, ამავე დღის წესრიგის თანახმად, მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაცაა.

იტვირთბა....