ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის, „მაგენ დავიდ ადომის“ ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან 15 ისრაელელი დაიღუპა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვირას 69 ადამიანი – მსუბუქად, ერთი პირი კი მძიმედ დაშავდა.
მათივე ცნობით, კონფლიქტის განმავლობაში, 900-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ხუთმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

