ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანის მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის მარაგი “ნანგრევების ქვეშაა დამარხული” და რომ თეირანს არც მისი ამოღებისა და არც მისი დაშლის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებს გეგმა ამჟამად არ აქვს.
“ჩვენს ბირთვულ ობიექტებს თავს დაესხნენ და ყველაფერი ნანგრევების ქვეშაა. რა თქმა უნდა, მოგეხსენებათ, არსებობს მათი ამოღების შესაძლებლობა, თუმცა [ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს] ზედამხედველობის ქვეშ. თუ ერთ დღეს გადავწყვეტთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ, ეს სააგენტოს ზედამხედველობით მოხდება. მაგრამ ამ დროისთვის მათი ნანგრევებიდან ამოღების გეგმა არ გვაქვს” – ამბობს ის.

