ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში დამყარებულია დიქტატურა, რეჟიმი რისკავს ჰააგის ტრიბუნალზე წარდგომას – კობახიძეს მოუწევს ყველა ძირითადი მიმართულებით განახორციელოს რეკომენდაციები – გეგელია

„მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში დამყარებულია დიქტატურა, რეჟიმი რისკავს ჰააგის ტრიბუნალზე წარდგომას – კობახიძეს მოუწევს ყველა ძირითადი მიმართულებით განახორციელოს რეკომენდაციები – აღნიშნულის  შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ, ჟურნალისტებთან ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

“მოსკოვის მექანიზმი” არ არის რუტინული დიპლომატიის ინსტრუმენტი. 2026 წელს საქართველოში მოვლენილი იქნა ისეთი ტიპის კვლევის ინსტრუმენტი, რომლის მიზანიც არის ძალიან მძიმე უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა.

ეს უკვე თავისთავად ძალიან ცუდი გარემოებაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, მაშინ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ნამდვილ საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს ახორციელებენ, საქართველოში გზავნიან რეჟიმს, რომელიც ბალკანეთში 90-იანებში და სხვა მსგავს შემთხვევებში სწავლობდა ხოლმე ადამიანის უფლებათა შემზარავ დარღვევებს.

ამ დასკვნამ ცხადყო, რომ დღეს საქართველოში დამყარებულია დიქტატურა. დასკვნამ მიმოიხილა ყველა სხვადასხვა მიმართულება: სახელმწიფოს მიტაცება, არჩევნების გაყალბება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, პოლიტიკური მრავალფეროვნების მოსპობა და ქართული სახელმწიფოს გადაგვარება. ამავე დასკვნამ თქვა, რომ ამ კურსის პირობებში ეს რეჟიმი რისკავს ჰააგის ტრიბუნალზე წარდგომას.

შესაბამისად, ეს არის ყველა დროის ყველაზე კრიტიკული დასკვნა.

„მოსკოვის მექანიზმს“ მხარს უჭერს ეუთოს 24 წევრი სახელმწიფო. ეს არის მექანიზმი, რომელიც ძალიან კარგად არის აპრობირებული და ქალბატონი ჟებიკი არის ადამიანი, რომელსაც არაერთხელ ჩაუტარებია “მოსკოვის მექანიზმი”. ასე რომ, მის CV-ში ქექვის ნაცვლად, „ქოცების“ პრეზიდენტის CV განიხილონ და იქ თუ რამეს დაინახავთ სიცარიელის გარდა, აი მერე ვილაპარაკოთ პატრიცია ჟებიკზე, რომელიც არის არაერთი კვლევის და წიგნის ავტორი და რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩართული, განსხვავებით უვიცი „ქოცებისა“, რომელთაც წერა-კითხვა არ იციან, ისე იღებენ კანონებს. მათგან განსხვავებით, ეს ქალი არის აკადემიკოსი, აქვს წიგნები და სამეცნიერო სტატიები დაწერილი და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა „მოსკოვის მექანიზმში“, – განაცხადა გეგელიამ.

იტვირთბა....