ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში სამიზნეების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი“ დარტყმები დაიწყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა დასავლეთ ირანში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი“ დარტყმების მორიგი ტალღა დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, ლიბანის ალ-კატრანის რაიონში რაკეტების გამშვები რამდენიმე ტერიტორია დაბომბეს, საიდანაც „ჰეზბოლა“ „რაკეტების დაუყოვნებლივ გაშვებას“ გეგმავდა.

ცნობისთვის, ირანმა და ისრაელმა ღამით ერთმანეთის წინააღმდეგ იერიშები მიიტანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაკეტები და დრონები მოიგერიეს სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც.

იტვირთბა....