ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ დუშეთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში ბრალდებულებმა ყოფით ნიადაგზე, განსაკუთრებული სისასტიკით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.წ. და ტ.ვ. ბრალდებულების სახით დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....