რუსეთი და ირანი „გლობალური ეკონომიკის მიტაცებას“ ცდილობენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა განაცხადა.
კუპერი ამბობს, რომ რუსეთსა და ირანს შორის კავშირები „ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“ შეინიშნებოდა და დასძენს, რომ ორივე ქვეყანა ავლენს კავშირებს თავის „მიდგომებსა“ და „ტაქტიკაში“.
„ჩვენ ამას ვხედავთ იმ თვალსაზრისით, როგორ ცდილობს ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთის მხარდაჭერას და გლობალური ეკონომიკის მითვისების მცდელობისგან ერთად სარგებლის მიღებას“, – აღნიშნა ივეტ კუპერმა.
სანქციების შესახებ აშშ-ის განცხადების კრიტიკისგან თავის არიდებისას ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ გადაწყვეტილებას „კონკრეტული, მიზანმიმართული საკითხი“ უწოდა.

