დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები სპარსეთის ყურის დასაცავად, ბაჰრეინის თავზე მოქმედებდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კატარში გაგზავნილი ოთხი თვითმფრინავიდან ორი სპეციალურად ბაჰრეინისთვისაა განკუთვნილი, რათა ქვეყანას დაეხმაროს შემომავალი დრონების ჩაჭრაში დაეხმაროს.
ბაჰრეინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან ქვეყანამ ტერიტორიაზე შემომავალი 190 დრონი და 114 რაკეტა გაანეიტრალა. ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანას დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებლად სჭორდება მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ირანული დრონის სამიზნედ ბაჰრეინის აეროპორტის საწვავის საცავის ავზები იქცა.

