აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიდერლანდების პოლიციამ როტერდამში, სინაგოგაში ხანძრის გაჩენის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ნიდერლანდების პოლიციამ როტერდამში, სინაგოგაში ხანძრის გაჩენის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

პოლიციის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, ინციდენტი შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის ფონზე ანტისემიტიზმის გამოვლინება იყოს.

„დაახლოებით დილის 03:40 საათზე სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ცოტა ხნით ენთო“, – განაცხადეს პოლიციაში.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ორშაბათს ბელგიაში კიდევ ერთ სინაგოგაში აფეთქება მოხდა, რასაც ხელისუფლება ანტისემიტურ თავდასხმად მიიჩნევს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

მედია წერს, რომ ირანზე აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმებისა და ირანის შემდგომი საპასუხო ქმედებების შემდეგ, მსოფლიოში გაიზარდა ებრაული თემების წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმების რისკები.

იტვირთბა....