„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 4“-ის 41-ე ტალღის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
განაცხადების თანახმად, ოპერაციის ეს ტალღა დაიწყო კოდური სახელწოდებით „წმინდა ალ-ქუდსისკენ“, რადგან ის საერთაშორისო ალ-ქუდსის დღის წინა დღეს ემთხვევა.
ირანში აცხადებენ, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ამერიკა-ისრაელის სამიზნეები თელ ავივში და რეგიონის ამერიკული ბაზები.
„ოპერაცია განხორციელდა 10-ზე მეტი მძიმე და ძლიერი ხორამშაჰრის რაკეტის გაშვებით, რომლებსაც მრავალქობინიანი ტევადობა ჰქონდათ, კადრის რაკეტების გაშვებით, ერთტონიანი ქობინით აღჭურვილი ხეიბარ შეკანის რაკეტების, ერთტონიანი ქობინით აღჭურვილი ჰიპერსონიული ფატაჰის რაკეტების და მოძრავი დრონების გაშვებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოფიციალური განცხადების თანახმად, დარტყმები მიმართული იყო პალმახიმის საჰაერო ბაზის, ოვდას საჰაერო ბაზის და შინ ბეტის შიდა უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ობიექტის წინააღმდეგ.
არმიის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აკრამინიამ განაცხადა, რომ მოწინააღმდეგის რადარის ინფრასტრუქტურის მონაკვეთების განადგურებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ირანის ძალების ოპერატიული პირობები.

