აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანი თითქმის დასრულების პირასაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაუყოვნებლივ დაასრულებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, „ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ომი უკვე მოგებულია“.
„მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ირანში ისეთი ლიდერის ნახვა სურს, რომელმაც „იცის, რას აკეთებს და ქვეყნის აშენება შეუძლია“.
„თეირანის ისეთ ნაწილებს შეგვიძლია დავარტყათ, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის. მაგრამ, ჩვენ ეს არ გვსურს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

