აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მოვითხოვ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას…” – მირიამ ლექსმანი

ქართველმა ხალხმა ათწლეულების წინაშე ნათელი გახადა – მათ თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოს სჯერათ, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობა. თუმცა, “ქართული ოცნების” ერთპარტიულ მმართველობას, პუტინის სახელმძღვანელოს გამოყენებით, ქვეყანა საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ “თვითმხილველები ვართ” მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ “ძალადობის, ჟურნალისტების გაჩუმებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შემცირების”, რომლებიც ნებისმიერ დემოკრატიაშია აუცილებელი.

“ელენე ხოშტარია, მზია ამაღლობელი და სხვა პრო-ევროპული ხმები არსებული რეჟიმის მსხვერპლთა შორის არიან. მათ პატიმრობის წლები ემუქრებათ მხოლოდ ხმის ამოღებისთვის.

როგორც ქართველი ხალხის მეგობრებმა, არ შეგვიძლია უმოქმედოთ ვიყოთ მაშინ, როდესაც ფუნდამენტური თავისუფლებები იშლება. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ და მსურს კიდევ ერთხელ ვახსენო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამიზნული სანქციების შემოღების საჭიროება, მისი გამანადგურებელი როლისთვის პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე და ყველა ქართველზე”, – განაცხადა ლექსმანმა.

იტვირთბა....