ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანთან დაკავშირებული საფრთხის აღმოსაფხვრელად დაწყებული სამხედრო კამპანია წინასწარ დაგეგმილი და ეტაპობრივად განხორციელებადი ოპერაციაა, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საფრთხე სრულად არ იქნება განეიტრალებული.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ „ჰეზბოლა“ ირანის ინტერესებს ემსახურება და არა ლიბანის უსაფრთხოებას, რის გამოც ისრაელი დაჯგუფებაზე დარტყმებს განაგრძობს მანამ, სანამ ის განიარაღებული არ იქნება.
“ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ განზრახ, ორგანიზებული გეგმით, არსებითი საფრთხის აღმოსაფხვრელად. გვაქვს სტრუქტურირებული გეგმა. ვაღრმავებთ დარტყმებს და განვაგრძობთ, ვიდრე ეს საფრთხე არ აღმოიფხვრება. ჰეზბოლა თავის ირანელ ბატონს ემსახურება. ის არა მხოლოდ არ იცავს ლიბანს, არამედ აზარალებს. ჩვენ განვაგრძობთ მასზე დარტყმებს, ვიდრე განიარაღებული არ იქნება” – ნათქვამია განცხადებაში.

