აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა” – დაინიუს ჟალიმასი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა – ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტით დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის დამალვით დამთავრებული. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში განაცხადა.

ასევე, მან ისაუბრა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ელენე ხოშტარიას შესახებ და განაცხადა, რომ “მსგავსი შემთხვევები გვაჩვენებს, რომ ქართული რეჟიმი აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებს”.

მისი თქმით, ამ მიზეზით, არ შეიძლება ევროკავშირს, მის წევს ქვეყნებსა და “ამჟამინდელ ქართულ რეჟიმს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, ვიდრე ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება”, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.

“ამავდროულად, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა – ომისთვის საჭირო საქონლის რეექსპორტით დაწყებული, ნავთობპროდუქტების წარმომავლობის დამალვით დამთავრებული. შესაბამისად, ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაასანქციროს, როგორც საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას ეხმარებიან, ასევე, რეჟიმის ოფიციალური პირები, რომლებიც აგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოების ტერორს.

დღეს ლიეტუვა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენას ზეიმობს. ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების მცდელობებს ყველაზე ადრეულ ეტაპზე და მტკიცედ სჭირდება წინააღმდეგობის გაწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო მიტაცებულია, მისი დაბრუნება გაცილებით უფრო რთული ხდება”, – განაცხადა ჟალიმასმა.

იტვირთბა....