ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბეირუთში, ერთ-ერთ სანაპიროზე საჰაერო დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაიჭრა.
ამასთან, „როიტერი“ შემთხვევის ადგილის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღამით საჰაერო დარტყმების მასშტაბური ტალღა განახორციელეს თეირანის რეჟიმის სამიზნეებზე.

