„იუნისეფში“ აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კატასტროფულ ხასიათს იძენს რეგიონის მილიონობით ბავშვისთვის.
ორგანიზაციის მონაცემებით, 28 თებერვლიდან 1 100-ზე მეტი ბავშვი დაიჭრა ან დაიღუპა, მათ შორის 200 ირანში, 91 ლიბანში, ოთხი ისრაელში და ერთი ქუვეითში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უერთდებიან გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის მოწოდებას, შეწყდეს საომარი მოქმედებები და დაიწყოს დიპლომატიური მოლაპარაკებები.
„იუნისეფი“ მხარეებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა საჭირო უსაფრთხო ზომა სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის თავი შეიკავონ ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებისაგან, რომელიც განსაკუთრებულ ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას და ბავშვებს.

