ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლომ ლევან გვაზავას 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, ლევან გვაზავას სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელა. პროკურატურა ლევან გვაზავასთვის 20 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობს ლევან გვაზავას მხრიდან საქმის მოწმეებზე ზეწოლის ალბათობა, ამის გამო ითხოვდა საგამოძიებო ორგანო 20 ათასი ლარის გირაოს.

დაცვის მხარე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შესაძლოა ის გაასაჩივრონ. თავად ბრალდებულმა ლევან გვაზავამ კომენტარი სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი თქმით, მომხდარი ფაქტი მისი და მისი ოჯახის ტრაგედიაა და მისთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ბრალს წაუყენებს მას პროკურატურა და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.

„არ ვიცი ასე უცებ რატომ გადაწყვიტეს, თუ სურთ ამის გამოყენება, ეს უკვე მარტო ჩემი არა, მათი ტრაგედიაც არის, რომ სხვისი უბედურება რაღაცაზე გამოიყენონ, ეს მომენტი არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.“ – განაცხადა ლევან გვაზავამ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება გასულწელს ოქროყანაში მომხდარ შემთხვევას. ოქროყანის მიდამოებში სროლის შედეგად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა დაიჭრა, მისი თანმხლები პირი რევაზ კალომლეწავი კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....