იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონმა განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
სენატში სიტყვით გამოსვლისას მელონმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ფართო საერთაშორისო კრიზისის წინაშე დგას, „სადაც საფრთხეები სულ უფრო საშიში ხდება და საერთაშორისო სამართლის მიღმა განხორციელებული ერთპიროვნული ჩარევები მრავლდება“.
მელონის თქმით, „ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ინტერვენცია“ სწორედ ამ უფრო ფართო კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაუშვებელია, ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„იმედი მაქვს, ამ დარბაზში ყველასთვის ნათელია, რომ არ შეგვიძლია, დავუშვათ, აიათოლების რეჟიმს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომელიც შერწყმულია სარაკეტო შესაძლებლობებთან და რომელსაც მალე შესაძლებლობა ექნებოდა, პირდაპირ დაერტყა იტალიასა და ევროპისთვის. ასეთი სცენარი დაასრულებდა საერთაშორისო გაუვრცელებლობის სისტემას და გამოიწვევდა ბირთვული შეიარაღების რბოლას, რასაც გლობალურ უსაფრთხოებაზე დრამატული გავლენა ექნებოდა“, – განაცხადა მელონმა.

