ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ძიაკუნმა განაცხადა, რომ ჩინეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებს არ ეთანხმება.
როგორც ძიაკუნმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჩინეთი გმობს მშვიდობიან მოსახლეობასა და არასამხედრო სამიზნეებზე ყველა თავდასხმას.
მისივე თქმით, გადაუდებელი ამოცანაა „სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და კონფლიქტის შემდგომი გაფართოების თავიდან აცილება“.
როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება.
„ჩინეთი არ ეთანხმება სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებს და გმობს მშვიდობიან მოსახლეობასა და არასამხედრო სამიზნეებზე ყველა განურჩეველ თავდასხმას. ფუნდამენტური გამოსავალი არის, ერთობლივად დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დაცვის სწორ გზას“, – განაცხადა ძიაკუნმა.

