აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის დარტყმების შედეგად ლიბანში 7 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა

ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ლიბანში 7 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 23 კი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი” ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვიდი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა ბეირუთიდან აღმოსავლეთით, 45 კილომეტრში მდებარე სოფელ ტემნინე ეტ ტაჰტაში, ხოლო კიდევ 5 ადამიანი დაშავდა ახლომდებარე სოფელ ალი ალ-ნაჰრიზე თავდასხმის შედეგად.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის სამხრეთით მდებარე ექვსი სოფლის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებდნენ.

ამასთან, როგორც „ესოშიეითიდ პრესი” წერს, ომის გამო ქვეყანაში ამ დროისთვის 780 000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ლიბანის მასშტაბით, თავშესაფრებში 120 000 იძულებით გადაადგილებული პირი რჩება.

იტვირთბა....